გორის მუნიციპალიტეტს საკუთარი სიმბოლიკა აქვს

გორის მუნიციპალიტეტს უკვე საკუთარი სიმბოლიკა აქვს.

მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სიმბოლიკაზე მუშაობა წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და ის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ გორის ისტორიულ-კულტურული ნიშნების მიხედვით არის შექმნილი.

მათივცე ინფორმაციით, გერბზე წარმოდგენილია გორიჯვრის სიმბოლო - ოქროს მთა ოქროს ჰერალდიკური ჯვრით, სამი გადაშლილი წიგნი, რომელიც მიანიშნებს, რომ გორი დიდი ქართველი განმანათლებლის იაკობ გოგებაშვილის სამშობლო და რეგიონში ერთადერთი საუნივერსიტეტო ქალაქია. გერბზე გამოსახულია სამი ოქროს ძნა, რაც მუნიციპალიტეტის უხვმოსავლიანობასთან ასოცირდება და ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომელიც გორის ციხის სიმბოლოა.

რაც შეეხება გორის მუნიციპალურ დროშას, ის მეწამული ჯვრით ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, მისი ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა მხარე მეწამული, ხოლო დროშის დანარჩენი ნაწილი ლაჟვარდოვანია.

"დაახლოებით ერთი წლის წინ გორში მუნიციპალური სიმბოლიკის შექმნის საკითხი იდეის დონეზე იდგა. დღეიდან კი გერბი და დროშა იქნება გორის მუნიციპალიტეტის სახე და სავიზიტო ბარათი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თანაც სიმბოლურია, რომ ამდენი ხნის მუშაობის შემდეგ სიმბოლიკა ფერიცვალების დღეს მივიღეთ. ვიმედოვნებ, რომ გერბი და დროშა მუნიციპალიტეტისათვის სასიკეთოდ ფერიცვალების დასაბამი გახდება", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ახალი მოწვევის საკრებულოს ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შექმნაზე მას შემდეგ მუშაობდა, რაც დროშისა და გერბის შესარჩევად გამოცხადებულმა კონკურსმა ვერ გაამართლა და ჰერალდიკურად მისაღები სიმბოლიკა ვერ გამოავლინა.

მათ ინფორმაციით, სიმბოლიკის შერჩევაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები და საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში