ბათუმში უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ელოდებიან

რომლის დევიზია - “სუამ-ი აერთიანებს ევროპის აღმოსავლეთს”.

დილიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამიტის მონაწილეებს ელოდებიან.;

11.00 საათისთვის ბათუმში ჩაფრინდება უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, 12.00 საათისთვის კი, აეროპორტში დაეშვება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თვითმფრინავი.

სამიტში მონაწილეობენ, აგრეთვე, სუამი-ის ორი არაწევრი სახელმწიფოს – პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი.

სამიტის ფარგლებში პრეზიდენტები, ძირითად, პოლიტიკურ მოვლენებზე გააკეთებენ შეფასებებს და დასახავენ მომავალი თანამშრომლობის გეგმებს.

სუამ-ის სამიტზე საქართველო ჩაიბარებს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში თავმჯდომარე ქვეყანა აზერბაიჯანი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში არ ჩავა; სუამის წევრი სახელმწიფოს – მოლდოვის აპრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი.

ბათუმის სამიტის ფარგლებში მხარეებს შორის დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე; ხელმოწერა.

სუამ-ის სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის პლენარული სესია 18.00 საათისთვის სასტუმრო “ინტურისტში” გაიხსნება, რის შემდეგაც პრეზიდენტები განცხადებებს გააკეთებენ.

მანამდე, 16.00 საათზე კი სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურთა საბჭოს დახურული სხდომა გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს