‘’არმავიას" ბილეთები, რომლითაც მოსკოვში მგზავრობა იქნება შესაძლებელი,  ‘’აირზენას’’ სალაროებში გაიყიდება

;ავიაკომპანია „არმავიას“ ბილეთები, რომლითაც შესაძლებელია ერევნის გავლით მოსკოვში მგზავრობა, ავიაკომპანია „აირზენას“ სალაროებში გაიყიდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მათი ავიაკომპანია „არმავიას“ ოფიციალური პარტნიორია.

„ბილეთის ფასი 170 ევროდან იწყება. ფრენები თბილისი-ერევანი-თბილისისა და ერევანი-თბილისი-ერევანის მიმართულებით ყოველდღე, დღეში ორჯერ იქნება. რეისები ერევნიდან მოსკოვშიც შესრულდება“,-განაცხადა გიორგობიანმა.

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ ერევანი-თბილისი-ერევანის რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ნებართვა სომხურ ავიაკომპანია “არმავიას” მისცეს, რომელიც თავად გეგმავს თბილისიდან ერევნის გავლით მოსკოვში რეისების შესრულებას, რაშიც ქართული მხარე ვერ ჩაერევა.

„არმავია“ ერევანი-თბილისი-ერევანის მიმართულებით რეისების შესრულებას 10 მარტიდან დაიწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას