ბრიტანელი კომიკოსი, მისტერ პიტკინის როლის შემსრულებელი ნორმან უიზდომი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა .
სააგენტო "როიტერის" ცნობით, მსახიობი, რომელსაც რამდენიმე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ნორმან იუზდომმა მისტერ პიტკინის როლი ათზე მეტ ფილმში ითამაშა, რომელთაგან ყველაზე მეტად გამორჩეულია "მისტერ პიტკინი მტრის ზურგში" და "მისტერ პიტკინი საავადმყოფოში".
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მსახიობს რაინდის წოდება 2000 წელს მიანიჭა.