აკაკი წერეთლის 20-ტომეულის პირველ ტომში პოეტის დღემდე უცნობი ლექსებია შესული

აკაკი წერეთლის 20-ტომეულის პირველ ტომში პოეტის დღემდე უცნობი ლექსებია შესული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ელისაბედ დარდიაშვილმა განუცხადა, აქამდე გამოუქვეყნებელ ლექსებს შორის არის რადიკალური ლექსი "სომხებს", სატრფიალო ლექსები, ასევე, აკაკის ლექსი მისი ქალიშვილის, სოფიოსადმი, რომელიც 2 წლამდე ასაკში გარდაიცვალა. ამ ლექსს "მამის მოთქმა" ჰქვია. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა, რომ აკაკის ქალიშვილიც ჰყავდა, რომელიც მის ვაჟზე, ალექსიზე უფროსი იყო.

"უცნობი ლექსების ნაწილი საბჭოთა კონიუნქტურული თვალსაზრისით არ გამოიცემოდა, ზოგიერთი კი, აკაკის არქივის გადახედვის დროს გახდა ცნობილი. 20-ტომეულის პირველ ტომში შესულია აკაკის მიერ 1856 წლიდან 1880 წლამდე დაწერილი, დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსები",- აღნიშნა დარდიაშვილმა.

წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ელისაბედ დარდიაშვილმა და ზურაბ ჭუმბურიძემ. გამოცემა აკაკის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს მიეძღვნა, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიხსნა.

მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

ღონისძიება ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა რატიანმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სანდრო კვიტაშვილმა გახსნეს.

სიმპოზიუმს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე სტუმარი ესწრებოდა, კერძოდ, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.

სიმპოზიუმი, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

აკაკი წერეთლის 20-ტომეულის პირველ ტომში პოეტის დღემდე უცნობი ლექსებია შესული

აკაკი წერეთლის 20-ტომეულის პირველ ტომში პოეტის დღემდე უცნობი ლექსებია შესული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ელისაბედ დარდიაშვილმა განუცხადა, აქამდე გამოუქვეყნებელ ლექსებს შორის არის რადიკალური ლექსი "სომხებს", სატრფიალო ლექსები, ასევე, აკაკის ლექსი მისი ქალიშვილის, სოფიოსადმი, რომელიც 2 წლამდე ასაკში გარდაიცვალა. ამ ლექსს "მამის მოთქმა" ჰქვია. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა, რომ აკაკის ქალიშვილიც ჰყავდა, რომელიც მის ვაჟზე, ალექსიზე უფროსი იყო.

"უცნობი ლექსების ნაწილი საბჭოთა კონიუნქტურული თვალსაზრისით არ გამოიცემოდა, ზოგიერთი კი, აკაკის არქივის გადახედვის დროს გახდა ცნობილი. 20-ტომეულის პირველ ტომში შესულია აკაკის მიერ 1856 წლიდან 1880 წლამდე დაწერილი, დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსები",- აღნიშნა დარდიაშვილმა.

წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ელისაბედ დარდიაშვილმა და ზურაბ ჭუმბურიძემ. გამოცემა აკაკის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს მიეძღვნა, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიხსნა.

მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

ღონისძიება ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა რატიანმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სანდრო კვიტაშვილმა გახსნეს.

სიმპოზიუმს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე სტუმარი ესწრებოდა, კერძოდ, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.

სიმპოზიუმი, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის