საგარეო უწყებაში დღეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სხდომას ევროკავშირის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.
კომიტეტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

























