სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1962 წელს დაბადებული გია ბარათაშვილი. ეჭვმიტანილმა ზესტაფონის ქუჩაზე, შელაპარაკებისისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა 1985 წელს დაბადებულ იოსებ ღარიბაშვილს.

სამართალდამცავებმა გია ბარათაშვილის ბინის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ~ვენგერის" ფირმის დანა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.