ელექტრორომანტიკა (პარალელები)

გურამ როგავას სპეციალური რეპორტაჟი კრაკოვიდან (სხვა კუთხით)

ბავშვობის წლებიდან ბევრი არაფერი მაგონდება, დეტალებს ოჯახის წევრები მახსენებენ. ხშირად ყვებიან ჩემს უჩვეულო გატაცებაზე - ტრამვაით სეირნობა მიყვარდა. რა თქმა უნდა, დედასთვის ეს ნაძალადევი მგზავრობა იყო, მაგრამ ჩემი ახირება ყოველთვის სრულდებოდა და ამიტომაც მეხსიერებაში დღემდე შემომრჩა თბილისის ძველი ტრამვაის რელსების ხმა, მტვრით შეფერილი მინიდან დანახული ნაძალადევის უბნის ხედები.

ტრამვაი - ტრანსპორტი, რომელიც რომანტიულ ემოციებთან მაკავშირებს და შემდეგი გაჩერება ნოსტალგიაა. ნოსტალგია, რადგან ახლა ძალიან შორს ვარ ნაძალადევისგან (იმდენად შორს, რომ კილომეტრები ვერც დავითვალე).

კრაკოვის ვიწრო ქუჩებს მივუყვები, ხელუხლებელ ისტორიულ ნაგებობებს ვათვალიერებ. მიკვირს, აქამდე როგორ არ დაანგრიეს და მათ ნაცვლად გამჭვირვალე შენობები რატომ არ ააშენეს, ახლა ხომ შემინული შენობებია მოდაში?!

ძველი ღირებულებების თანამედროვეობასთან სინთეზი მაკვირვებს, ქართველი ვარ და იმიტომ. InterPressNews.Ge

შუქნიშნებს დამორჩილებული ადამიანების ნებისყოფით აღფრთოვანებული უჩვეულოდ ვიღიმი და წითელი ზოლით შემოსაზღვრულ ადგილას შეჯგუფებულ მასას ვუერთდები. ზოგჯერ მაღიზიანებს კიდეც ასეთი წესრიგი, მე ხომ ქართველი ვარ?! მერე რა, რომ შუქნიშანი წითელ ფერს მიჩვენებს, თუ მანქანა არ სჩანს, გზას ვკვეთ და მშვიდად მივდივარ ტრამვაის გაჩერებამდე. ჩემს ზურგს უკან გაღიზიანებას და გაკვირვებას ვგრძნობ, მე კი კედლისკენ ვტრიალდები, სადაც დანომრილი ფურცელებია გაკრული, ვპოულობ სასურველ მიმართულებას, იქვე ვიგებ ზუსტ ინფორმაციას, თუ როდის გამოჩნდება ტრამვაი სადგურზე, ვინიშნავ დროს და... დღესაც იგივე შედეგით დასრულდა ჩემი დაკვირვება-ექსპერიმენტი: წამი-წამში. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დააგვიანდეს?! აქ ყველაფერი გათვლილი, გაწერილი, გადამოწმებულია. უხერხულია მსგავსი იდილია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქართველი ხარ, როცა თბილისის სატრანსპორტო სისტემის ავკარგიანობა საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი, დიახ, საკუთარ თავზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ფრაზა: "თავზე ხომ არ დაგისვამთ?! არ არის ადგილი!!!" - ჰოდა, ზოგჯერ თავზეც ვაზივართ ხოლმე ერთმანეთს. როგორ მომნატრებია თბილისი!

პოლონელები ქართველებს ძალიან არ ჰგვანან, თუმცა აქაც ბევრი პარადოქსია, როგორც საქართველოში. მაგალითად, პოლონელებისთვის წითელი ფერი დღემდე უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, თუმცა ყველგან დომინირებს, სახელმწიფო დროშით დაწყებული, სახლების სახურავებით დამთავრებული. აქ ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ ახლაგაევროპელებულ ქვეყანაში არ იქნებოდა დისციპლინა, ვერ გავიცნობდი პუნქტუალურ ადამიანებს (ესეც ხომ პოსტსაბჭოეთია), მაგრამ შევცდი. ქართულად, გულახდილად და ორაზროვნად, ნახევრად-ხუმრობით რომ ვთქვათ, არ გამიმართლა! მართალია, ჯერ მხოლოდ სატრანსპორტო სისტემაზე დაკვირვებით ჩამომიყალიბდა აზრი პოლონელების შესახებ, მაგრამ მგონი, პირველი შთაბეჭდილებისთვის ესეც საკმარისია. ვგრძნობ, ქართული რომანტიზმი ჩემთვის ჯერ კიდევ მკვახე რეალობამ ჩაანაცვლა, სხვა გზა არ არის, მეც წესებს უნდა დავემორჩილო. . .

InterPressNews.Geლურჯი ტრამვაი, ნომერი-13 ჰორიზონტზე გამოჩნდა, ვიწრო ვაგონში ავდივარ და სანამ საკუთარ ადგილს დავიკავებ, ვცდილობ ბილეთის ყუთთან კონტაქტი დავამყარო, ეს ჩემთვის რაღაც ახალია, ლამის ბანკომატის ფუნქციები აქვს, გიგი უგულავას გაუკვირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აპარატი ქართული ანალოგისგან განსხვავებით ხურდასაც აბრუნებს.

მგზავრობის საფასურის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი წუთი გჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. მე ყოველთვის 15-წუთიან ბილეთს ვირჩევ, 1.80 ზლოტი ღირს, ყველაზე იაფიანი ტარიფია. ხურდებს ტრამვაიში დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობაში ვყრი, სანაცვლოდ ვიღებ "მოწმობას" მგზავრობისთვის, რომლითაც ვინაცვლებ მეორე აპარატთან და აუცილებელ მონაცემებს (დროსა და თარიღს) ვაფიქსირებ. მოსაწყენია მთელი ეს პროცედურა, რომელიც ჩემში გაჩენილ რომანტიულ განწყობას კლავს, მაგრამ ჯარიმას (100 ზლოტი) ნამდვილად სჯობს.

მომენატრა თბილისი...

ძველი თბილისი...

ბავშვობის თბილისი...

ტრამვაი თბილისში...

კრაკოვში მცხოვრებ სხვა ქართველებთან ერთად, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგეთ, რომ თბილისის მერია ელექტროტრანსპორტის აღდგენაზე მუშაობს. უკვე ვუთხარი ჩემს ევროპელ მეგობრებს, რომ ქართველებიც ვზრუნავთ ეკოლოგიაზე და ავუხსენი, რომ ოკუპაცია ჩვენი ერთადერთი პრობლემა არ არის, რომ კლიმატის ცვლილებები თბილისშიც იგრძნობა და როგორც იქნა, ქართველებიც მივხვდით, რა დადებითი მხარე აქვს ელექტროტრანსპორტს.

ამ ყველაფერთან ერთად, ტრამვაის ხაზები ქალაქის ხასიათში განსაკუთრებულ შტრიხს ავლებს. მაგალითად, კრაკოვის შემთხვევაში მგონია, რომ ეს ქალაქი ძველი ტრამვაის გარეშე ასეთი მომხიბვლელი არ იქნებოდა.

საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ტრამვაის გამოჩენის შესაძლებლობამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ დღის სხვა მნიშვნელოვანი InterPressNews.Geამბები გამოგვეპარა, არც გახშირებული ტერორისტული აქტები გვახსოვდა, არც ბანალური კრიმინალური ისტორიები საქართველოს სხვადასხვა მიყრუებული სოფლებიდან და არც გაჭიანურებულ-გაზვიადებული საკონსტიტუციო ცვლილებები. გულახდილად გეტყვით, იოლია ტრამვაის აღდგენის ინიციატივაში სოციალური ბედნიერების პოვნა, როცა საკუთარი ქვეყნის რეალობისგან გამოქცეული ასე შორს ხარ და სულ სხვა კუთხით აკვირდები "გეორგიაში" მიმდინარე მოვლენებს. აქ ტრამვაის აღდგენის იდეაც კი უმნიშვნელოვანეს მიღწევად გეჩვენება (სასაცილოა, მაგრამ ასეა), განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დემოკრატია და ევროპიზაცია საქართველოს პრეზიდენტისთვის მხოლოდ ახალი შენობები, ფასადები, გზები და პატრიოტთა ბანაკებია, ახლა ამას ევროპული დონის ტრამვაიც დაემატება.

რაც აქ ვარ, მივხვდი, რომ ვარდისფერი სათვალის მორგება გამოსავალია, რათა გაქცევა, შეცდომა, შიში გაამართლო. ვაკვირდები ქართველ ემიგრანტებს და ვხვდები, რომ სამშობლოში განხორციელებული ან მომავლისთვის დაგეგმილი ყოველი წვრილმანი ცვლილება მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანია (ეს ბუნებრივიცაა), მით უმეტეს, როცა ამ წვრილმანს ქართული ტელევიზიები დღის მთავარ თემად აქცევენ ხოლმე...

მაპატიეთ!

ჩემი გაჩერებაა, უნდა ჩავიდე, მოვედით!

ტრამვაი ნომერი 13 ძალიან კომფორტულია, დაახლოებით თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე ხარ, მერე რა, რომ 13 თარსი რიცხვია!

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა