თბილისის რუსული კინოფესტივალის შედეგებს საგანგებო პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ

თბილისის რუსული კინოფესტივალის შედეგებს საგანგებო პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ

თბილისის რუსული კინოფესტივალის შედეგებს ხვალ, "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

თბილისში გამართული კინოფესტივალის ორგანიზატორები არიან თბილისში მოქმედი ხელოვნებათა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და მოსკოვური საპროდიუსერო ცენტრი "კინოპროცესი".

ფესტივალის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი, გენერალური პროდიუსერი კონსტანტინე ლუზიანინ-რიჟინაშვილი, თანაპროდიუსერები კი გიორგი ბაზღაძე და ვიაჩესლავ შმილოვი არიან.

კინოფესტივალის პროგრამაში სულ 30 ფილმი შევიდა, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს როგორც რუსეთში, ისე დსთ-სა და საერთაშორისო ფესტივალებზე. რუსული კინოფესტივალი ხვალ დასრულდება და შედეგებს თავად ელდარ რიაზანოვი და ფესტივალის სხვა მონაწილე რეჟისორები და კინომცოდნეები შეაჯამებენ.

პრესკონფერენცია 11:00 საათზე დაიწყება.