ყვარლის ციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება

ყვარლის ციხეში ილია ჭავჭავაძის 173 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. ციხეში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების გამოსვლა მიმდინარეობს .
ბავშვები ასრულებენ ქართულ-ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ციხის ტერიტორიაზე გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები და საქართველოს ყველა კუთხე ცალ-ცალკეა წარმოდგენილი.
ასევე, ციხის ტერიტორიაზე და ციხის გარშემო გაშლილია ტრადიციული კახური სუფრა. საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე ჭიდაობაში შეჯიბრი მიმდინარეობს.

























