პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის სამზადისი დაიწყო

პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის სამზადისი დაიწყო

პარლამენტის შენობასთან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის სამზადისი დაიწყო .

პარლამენტთან მივიდა "თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან სცენა და ხმის აპარატურა ყველა წესების დაცვით დამონტაჟდება.

ბაკურ ბაკურაძე იმედოვნებს, რომ საღამოს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ხალხი მივა. მისი თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო იქნება და ვინც დღეს პარლამენტთან მივა, ყველა ერთად დაიწყებს "ღირსების წიგნის" წერას.

პარლამენტთან დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია 19.00 საათზე დაიწყება. ნაჩვენები იქნება ორი ფილმი და ერთი კლიპი. აქციას ეყოლება წამყვანი. უკვე შეთანხმებულია გამომსვლელათა განრიგი და ფორმატი.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.