მოსკოვი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს

მოსკოვი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს

მოსკოვი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს. როგორც გამოცემა "მასკოვსკი კამსამოლეცი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მოსკოვი ასევე აპირებს, შეამოწმოს, არიან თუ არა დაკავებულებს შორის რუსეთის მოქალაქეები.

"არსებობს საკონსულო პროცედურები, მოვითხოვთ კონსულის დაშვებას. თუ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, გვინდა, საბოლოოდ დავრწმუნდეთ ამაში. ამ თემაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს პროვოკაციაა", - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოთხწლიანი ოპერაციის შედეგად, 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. მათგან 4 პირი – არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე და იური სკრილნიკოვი რუსეთის მოქალაქეა.