მიხეილ სააკაშვილი - თუ რუსეთი მზად არის დაელაპარაკოს საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ

მიხეილ სააკაშვილი - თუ რუსეთი მზად არის დაელაპარაკოს საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ

თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, საქართველო ამ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად არის, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შსს-ში, სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეების დაჯილდოებისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, თუ რუსეთი საქართველოს ისე დაელაპარაკება, როგორც სუვერენულ ქვეყანას, საქართველო მოლაპარაკებებზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე წავა.

"თუ ჩვენ დაგველაპარაკებიან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ყოველთვის ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამისთვის მზად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.