გამწვანების აქციას პოლიციის აკადემიის მსმენელები შეუერთდებიან

აქციას - "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო", ხვალ პოლიციის აკადემიის მსმენელები შეუერთდებიან.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიის რექტორი ხატია დეკანოიძე აქციის ფარგლებში გლდანის ბავშვთა სკოლა-პანსიონატს ესტუმრებიან.

უწყების ხელმძღვანელები პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე 60-მდე წიწვოვანი ჯიშის ნერგს დარგავენ, რომლის მოვლაზეც პანსიონატის აღსაზრდელები იზრუნებენ.

მსგავსი აქციების განხორციელებას სააგენტო მომავალშიც გეგმავს.