სამედიცინო უნივერსიტეტში 12 ნოემბერს უცხოენოვანი სტუდენტებისთვის სასწავლო წელი დაიწყება

სამედიცინო უნივერსიტეტში 12 ნოემბერს უცხოენოვანი სტუდენტებისთვის სასწავლო წელი დაიწყება .
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით უცხოენოვანი სტუდენტების ახალ ნაკადთან საზეიმო შეხვედრა გაიმართება.
სასწავლებელში წელს სწავლას უცხოენოვანი სტუდენტების ყველაზე დიდი ნაკადი _ 203 სტუდენტი დაიწყებს. მათი უმეტესობა ინდოეთიდან და შრი-ლანკადანაა.
როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში აცხადებენ, პირველკურსელი უცხოენოვანი სტუდენტებისთვის დაგეგმილია სპეციალური გაცნობითი პროგრამა, რომელიც თბილისსა და მცხეთაში ექსკურსიით დასრულდება. ამასთან, 12 ნოემბრის საზეიმო შეხვედრა კონცერტით დასრულდება, რომელშიც თსსუ-ის უცხოენოვანი სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. სასწავლებელში ამჟამად 500-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

























