კინოთეატრ "რუსთაველში" რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

კინოთეატრ ”რუსთაველში” ხვალ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამოდა ფილმ ~ მაცხოვრის საფლავთან დანთებული სანთელი~ ჩვენება გაიმართება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ არასამთავრობო ორგანიზაცია ~საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდების~ ლიდერებმა გიორგი გოგორიშვილმა და გიორგი ხუროშვილმა განუცხადეს, რეზო ჩხეიძის ფილმის შექმნისა და ნახვის სურვილი ბევრ ახალგაზრდას აქვს.
~ამ ფილმის შექმნის იდეის შესახებ რეზო ჩხეიძე ახალგაზრდებს თავად მოუყვება. საოცრად ემოციური ფილმია და ალბათ ამ კინოსურათის მიმართ ინტერესიც აქედან გამომდინარეა ~, -განაცხადა გიორგი გოგორიშვილმა
კინოსურათი ~ქართული ფილმისა~ და ~მოსფილმის~ ერთობლივი ნამუშევარია.

























