მომავალი წლისთვის პენსიისა და დახმარებების ოდენობებს მთავრობა დაადგენს

მომავალი წლისთვის პენსიისა და დახმარებების ოდენობებს მთავრობა დაადგენს .
აქამდე პენსიას და არაერთჯერად ფულად დახმარებებს საბიუჯეტო კანონი ადგენდა და, შესაბამისად, ყველა დახმარების ოდენობა ბიუჯეტით იყო განსაზღვრული.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კი წერია, რომ პენსიებსაც და ერთჯერად დახმარებებსაც მთავრობა განსაზღვრავს, თუმცა, იქვე მითითებულია, რომ მომავალი წლის პენსია და დახმარებები არ უნდა იყოს წლევანდელზე ნაკლები.
აღნიშნულ დახმარებებში შედის დევნილთა კომპენსაციებიც. ამავე პროექტის მიხედვით მთავრობამ "საპენსიო პაკეტი" 2011 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

























