ირაკლი ალასანია - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი არავის საკუთრება არ არის

ირაკლი ალასანია - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი არავის საკუთრება არ არის

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიესალმება იმ საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გადაწყვეტენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ჩაერთონ.

"ეს პროცესი არავის საკუთრება არ არის; ეს ემსახურება ქვეყანაში ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნას, სადაც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ დღეს, პარტიის ოფისში, ოპოზიციური "რვიანის" შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ალასანია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეთავაზებას, რომელმაც 8 პარტიის წარმომადგენელი ხვალ, პარლამენტში დაიბარა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ჟესტით შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ხვალ პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც გაირკვევა, რა ფორმატში წარიმართება მოლაპარაკებები, რათა პროცესი კონკრეტული და შედეგიანი იყოს.

"ამ პროცესში აუცილებლად იქნებიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რაც უზრუნველყოფს მის აბსოლუტურ გამჭვირვალობას; მთავარი დღეს არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს - თვისობრივად შეიცვალოს საარჩევნო გარემო, რათა შემდეგი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს", - აღნიშნა მან.

ალასანიას განცხადებით, კონკრეტულად ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს რვა პარტიის წარმომადგენელი, რომლებსაც ექნებათ "რვიანის" სრული მანდატი.

"თავისუფალი დემოკრატების" ოფისში დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ჩართული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგნიზაციების – NDI-ს, IღI-ს და IFშ-ს წარმომადგენლები. ირაკლი ალასანიამ პარტნიორ პარტიებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალები გააცნო.