ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო თასის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო თასის ტურნირზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიან ტურნირზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ სოპოტში გაიმართა, მემარცხენეებს შორის მძიმე წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი გენადი კვიკვინიამ დაიკავა, ასევე მესამე ადგილს დასჯერდა მემარჯვენეებს შორის 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ომარ კვარაცხელია.
ქართველი მკლავჭიდელებისთვის მსოფლიო ჩემპიონატამდე პოლონეთის მსოფლიო თასი ბოლო მოსამზადებელი ტურნირი იყო.
მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში 6-12 დეკემბერს გაიმართება.

























