ქართველი ბატუტზე მხტომელები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები საფრანგეთის ქალაქ მეცში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ .

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძირითადი ნაკრების წევრები, ლიუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე ჩემპიონატში 11-13 ნოემბერს ჩაერთვებიან.

16-19 ნოემბერს კი ახალგაზრდები მოსინჯავენ ძალებს. ახალგაზრდებში საქართველოს სახელს თამარ კაკაშვილი, ნანა გოგაშვილი, თეონა ჯანჯღავა და ანა ოდიშვილი დაიცავენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან ხოფერიაა მიწვეული.