აშშ-ის ექსპრეზიდენტს დაკითხვებზე წამების ტექნიკის გამოყენება გამართლებულად მიაჩნია

აშშ-ის ექსპრეზიდენტს დაკითხვებზე წამების ტექნიკის გამოყენება გამართლებულად მიაჩნია

აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშს დაკითხვებზე წამების ტექნიკის გამოყენება გამართლებულად მიაჩნია.

როგორც ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბრიტანულ "თჰე თიმეს"-თან ინტერვიუში განაცხადა, დაკითხვებზე წამების ტექნიკის - დახრჩობის იმიტაციის გამოყენების შედეგად დიდ ბრიტანეთში ტერაქტების აღკვეთა მოხერხდა, კერძოდ, აეროპორტ ჰიტროუში.

მისი თქმით, "ალ-ქაიდას" წევრების დაკითხვებზე წამების ტექნიკის გამოყენება გამართლებულია. "სხვა რომელი მეთოდების გამოყენებაა გამართლებული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფეს", - განაცხადა ბუშმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, სასტიკი დაკითხვების შედეგად შესაძლებელი გახდა ისეთი ინფორმაციების მიღება, რომელმაც შემდგომში მრავალი ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის მოსახლეობა ტერაქტებისგან იხსნა.