ქართველმა მეცნიერმა თმის ცვენის მიზეზი დაადგინა

ქართველმა მეცნიერმა თმის ცვენის მიზეზი დაადგინა .
პროფესორ თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, თმის ცვენის მიზეზი, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტს აღენიშნება, თმის ფოლიკულებზე მზის რადიაციის ზემოქმედებაა.
აღნიშნული აღმოჩენა თამაზ თამაზაშვილმა წიგნში "ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიაში და ალოპეციის ეტიოპათოგენეზში~ აღწერა.
თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, წიგნის ამერიკული პრეზენტაცია ნიუ-იორკში 5 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო თბილისში პრეზენტაცია ხვალ, 14.00 საათზე, დავით კოდუას სამკურნალო კომბინატ "TDK"-ში მოეწყობა. წიგნის პრეზენტაციაზე თამაზ თამაზაშვილი თმის ცვენის პრობლემებსა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებაც ისაუბრებს

























