ავტომანქანების მინების დამუქების ახალი სტანდარტები ძალაში ხვალიდან შედის

ვტომანქანების მინების დამუქების ახალი სტანდარტები ძალაში ხვალიდან შედის.
ახალი სტანდარტების თანახმად, ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინების - დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით.
უკანა საქარე მინისა და დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შუეძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.
აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

























