გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ვაშაძე შეხვედრებს გამართავს ესტონელ კოლეგასთან.

ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ესტონეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ესტონეთის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხება.