ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადს თურქული კომპანია ააშენებს

ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადს თურქული "Kolin Construcion"-ი ააშენებს.

ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდება. დუკუმენტს ხელს მოაწერენ ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და "Kოლინ ჩონსტრუციონ"-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ნაჯი ქოლოღლუ.

ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა.

სამინისტროში განაცხადი შეიტანა ოთხმა კომპანიამ - თურქულმა ""Limak" და "Kolin Construcion"-მა, გერმანულმა - "O.Balgioglu  Energy resources" და კანადურმა "Charthage Energy"-მ. შესაბამისი წინადადებების შეფასებისა და განხილვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამარჯვებულად "Kolin Construcion"-ი გამოაცხადა.

პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი ტეხურის კასკადის მშენებლობა. კასკადის ჯამური სიმძლავრე სულმ მცირე 105,7 მგვტ-ს შეადგენს, წლიური გამომუშავებით 490 000 000 კვტ.სთ. კასკადი შედგება ერჯიას, ცხიმრას, ნობულევის და ლეჩახას ჰიდროელექტროსადურებისგან.

ჰესის მშენებლობა 4 წელში დასრულდება. განსახორციელებელი ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა 150 მლნ. აშშ დოლარია.