გამწვანების აქციას პოლიციის აკადემიის მსმენელები შეუერთდებიან

აქციას - "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო", დღეს პოლიციის აკადემიის მსმენელები შეუერთდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიის რექტორი ხატია დეკანოიძე აქციის ფარგლებში გლდანის ბავშვთა სკოლა-პანსიონატს ესტუმრებიან.

უწყების ხელმძღვანელები პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე 60-მდე წიწვოვანი ჯიშის ნერგს დარგავენ, რომლის მოვლაზეც პანსიონატის აღსაზრდელები იზრუნებენ.

მსგავსი აქციების განხორციელებას სააგენტო მომავალშიც გეგმავს.