ქართველმა მეცნიერმა თმის ცვენის მიზეზი დაადგინა

ქართველმა მეცნიერმა თმის ცვენის მიზეზი დაადგინა .
პროფესორ თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, თმის ცვენის მიზეზი, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტს აღენიშნება, თმის ფოლიკულებზე მზის რადიაციის ზემოქმედებაა.
აღნიშნული აღმოჩენა თამაზ თამაზაშვილმა წიგნში ~ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიაში და ალოპეციის ეტიოპათოგენეზში~ აღწერა.
თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, წიგნის ამერიკული პრეზენტაცია ნიუ-იორკში 5 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო თბილისში პრეზენტაცია დღეს, 14.00 საათზე, დავით კოდუას სამკურნალო კომბინატ "TDK"-ში მოეწყობა. წიგნის პრეზენტაციაზე თამაზ თამაზაშვილი თმის ცვენის პრობლემებსა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებაც ისაუბრებს.

























