რამზან კადიროვი მთიან რაიონებში ტურისტული ზონის შექმნას აპირებს

ჩენეთის ლიდერი რამზან კადიროვი მთიან რაიონებში ტურისტული ზონის შექმნას აპირებს.
კადიროვმა სამხრეთ იურტოვსკის რაიონი დაათვალიერა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ადგილი ტურბაზებისა და სანატორიუმის მშენებლობისთვის საუკეთესოა.
მისი აზრით, ამ პროექტის რეალიზაცია ასობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ასევე, ახალგაზრდებს სოფლების დატოვებას გადააფიქრებინებს.
"ხშირად მესმის შვეიცარიასა და სხვა ქვეყნების შესახებ, როდესაც საუბარი ეხება ტურისტულ ბიზნესს. დარწმუნებული ვარ, ჩეჩნეთის მთები ამ ქვეყნებს არაფრით ჩამორჩება. ხშირად დავდივარ მთებში და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ამ სილამაზით", - განაცხდა ჩეჩნეტის პრეზიდენტმა.
კადიროვი 2010 წლის დასაწყისში არღუნის ხეობაში სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნაზეც საუბრობდა.

























