ბარაქ ობამა - აშშ არასდროს იბრძოლებს ისლამის წინააღმდეგ

აშშ არასდროს იბრძოლებს ისლამის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინდონეზიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ჯაკარტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ობამამ აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მუსულმანურ სამყაროსა დ აშშ-ს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბული რჩება. ამასთან, ბარაქ ობამამ მუსულმანურ სამყაროს ურთიერთუნდობლობის გადალახვისკენ და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.

























