ქაბულის აეროპორტში ტერორისტების ჯგუფი დააკავეს

ქაბულის აეროპორტში ტერორისტების ჯგუფი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში მიმავალი თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა, - ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" ავღანურ ტელეარხებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიების ცნობით, დაკავებულია ოთხკაციანი ჯგუფი, რომელთაგან სამი რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" დაქვემდებარებაში მყოფი ტერორისტული დაჯგუფება "სირაჯუდინა ჰაკანის" წევრია.
ისინი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომელსაც მექაში პილიგრიმები გადაჰყავდა. აფრენის შემდეგ თვითმფრინავმა სადისპეჩერო ანძიდან დაუყოვნებლივი დაჯდომის შესახებ ბრძანება მიიღო. თვითმფრინავის დაფრენის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფება დააკავეს.
ოპერაციის დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

























