ქუთაისში 25 წლის ალეკო ქობულაძის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში 25 წლის ალეკო ქობულაძის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ქუთაისში მაშველებმა 25 წლის ალეკო ქობულაძის გვამი იპოვეს. ქუთაისელი ქობულაძე მდინარე რიონში ჯაჭვის ხიდიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა . საგანგებო სიტუაციების ქუთაისის და მთლიანად იმერეთის შტაბს ძებნაში ჯომარდობის ფედერაციაც ეხმარებოდა.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ერთ-ერთი ვერსიით მას სოლიდური თანხა ჰქონდა სათამაშო კლუბში წაგებული. მომხდარ ფაქტზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.