თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონი დანერგა, რომლის დროსაც ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზება იქნება შესაძლებელი.
დღეს აუქციონზე გამოიტანეს თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, ავტომობილები.
აუქციონზე თბილისის მერის გიგი უგულავას და აგრეთვე მერიის სხვა თანამდებობის პირთა მაღალფასიანი ავტომობილები არის წარმოდგენილი. აუქციონზე გამოტანილი ავტომობილების ფასები 8000 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირად შეფასებულია თბილისის მერის გიგი უგულავას ავტომობილი, რომლის ფასიც შეადგენს 48999 ლარს.
აუქციონზე გამოტანილი ავტომობილების სანახავად გიგი უგულავაც მოვიდა. მისი განცხადებით, მთავრობის ყველა უწყებამ უნდა დაიწყოს ხარჯების შემცირება და ეს ა იწყება სწორედ მერიდიან. მაგალითად უგულავამ მაღალი თანამდებობების პირების ხელფასების 10 პროცენტით შემცირება დაასახელა.
მისი თქმით, ქამრების შემოჭერის პრინციპი გრძელდება და სწორედ ამ მოტივით, მერიის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირთა კუთვნილი ავტომობილები ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანეს.
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ქონების მართვის საიტზე დარეგისტრირების შემდეგ. საიტის მისამართია: www.eauction.ge. აუქციონი ჩატარდება 6 დეკემბერს, საბუთების მიღება გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"