გაზეთ "კვირის პალიტრის" 15-18 ნოემბრის გამოკითხვის თემას – "დაასახელეთ თქვენი საყვარელი წიგნები, რომლებიც გსურთ, მოხვდეს სერიაში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" – 401 მკითხველი გამოეხმაურა. შედეგები ასე გამოიყურება:
ყველაზე ხშირად დასახელდა: ილია ჭავჭავაძე – "კაცია ადამიანი?!" ბიბლია, ლევ ტოლსტოი – "ომი და მშვიდობა", ლევ ტოლსტოი – "ანა კარენინა", შოთა რუსთაველი – "ვეფხისტყაოსანი", რემარკი – "ტრიუმფალური თაღი", შარლოტა ბრონტე – "ჯეინ ეარი", მიხეილ ჯავახიშვილი – "არსენა მარაბდელი", გაბრიელ გარსია მარკესი – "მარტოობის ასი წელიწადი", ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, კონსტანტინე გამსახურდია – "დიდოსტატის მარჯვენა", ვიქტორ ჰიუგო – "საბრალონი", ილია ჭავჭავაძე – "ოთარაანთ ქვრივი", ჭაბუა ამირეჯიბი – "დათა თუთაშხია", გალაკტიონი, აკუტაგავა – ნოველები, გურამ დოჩანაშვილი – "სამოსელი პირველი", კონსტანტინე გამსახურდია – "დავით აღმაშენებელი", სტენდალი – "წითელი და შავი", ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ლევან გოთუა – "გმირთა ვარამი", ვიქტორ ჰიუგო – "კაცი, რომელიც იცინის", სულხან-საბა ორბელიანი, გოეთე – "ფაუსტი", ლევან სანიკიძე – "უქარქაშო ხმლები", ბულგაკოვი – "ოსტატი და მარგარიტა", გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, ოდისეა, შექსპირი – "ოტელო", ჰემინგუეი – "მშვიდობით, იარაღო", სელენჯერი – "თამაში ჭვავის ყანაში", ილფი და პეტროვი – "12 სკამი", ოთარ ჭილაძე – "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", დიუმა – "სამი მუშკეტერი", მარკ ტვენი – "ტომ სოიერის თავგადასავალი", სერვანტესი – "დონ კიხოტი", ჟიულ ვერნი – "80000 კილომეტრი წყალქვეშ"...
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"