ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი ზაურ ბოლქვაძე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
74 წლის მომღერალი დიაბეტით იყო დაავადებული და მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა.
25 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში მეორე თაობის "ქართული ხმების" კონცერტი იყო დაგემილი, რომელიც არ გადაიდება და ზაურ ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნება.
ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის დაკრძალავენ მომღერალს. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ზაურ ბოლქვაძე "ქართული ხმებში" ანსამბლის დაარსების დღიდან სოლისტი იყო. ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.