გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები იხსნება. პროექტი შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროექტი ერთწლიანია და ამ ხნის განმავლობაში ორივე სპეციალობაში იძულებით გადაადგილებული პირების გადამზადება მოხდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ოფისის ტექნიკური აღჭურვა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო.
გამგეობა დააფინანსებს პედაგოგების ხელფასებსაც. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მსგავსი პროექტები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ჩასახლებაში ხორციელდება.