უგო ჩავესმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

ვენესუელას პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას საკუთარი შეცდომები აღიარადა მოსახლეობას დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა რუ" ავრცელებს
"მე პატიებას ვთხოვ ვენესუელას მოსახლეობას ჩემ მიერ დაშვებული შეცდომების გამო, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის 12 წლიანი მმართველობის მანძილზე დავუშვი", - განაცხადა ჩავესმა.
ვენესუელას ლიდერმა აღნიშნა, რომ ის როგორც პრეზიდენტი ცდილობდა უბრალო ხალხის ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა და ვენესუელა ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად ექცია. ჩავესის თქმით, მან შეძლო 60 პროცენტიტ შეემცირებინა ქვეყანაში დანაშაული და ათასობით სახლი აეშენებინა ხელმოკლე ოჯახებისთვის.
ჩავესმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში განათლების სისტემისა და აღზრდის გაუმჯობესებას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საჭიროა სკოლები "სახალხო ბრძოლის ცენტრებად" იქცეს.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მტრები ყველანაირად ცდილობენ, ახალგაზრდების თვალში დაგვამცირონ და კომპრომეტირება მოახდინონ. ჩვენი ამოცანაა ახალგაზრდები სოციალისტური იდეებით აღვზარდოთ", - განაცხადა ჩავესმა.

























