5 თებერვალს ეკონომიკის სამინისტროსთან საწვავის გაძვირებას გააპროტესტებენ

ეკონომიკის სამინისტროსთან შაბათს, 5 თებერვალს საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ მოწოდებები სოციალურ ქსელებში და ფორუმებზეა.
"ფეისბუქში" ამ აქციას 4 700-ზე მეტი ადამიანი უკვე შეურთდა. სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის მონაწილეები შესაბამის სამსახურებს მოსთხოვენ, გადახედონ ქართული ნავთობკომპანიების მუშაობას და მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა მოტყუებას.
დღეისთვის ერთი ლიტრი საწვავის ფასი 2-დან 2.15 ლარამდეა. სპეციალისტების განმარტებით კი, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ბენზინის ფასი საქართველოში 1. 70 ლარი უნდა იყოს.

























