თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ახლებური წესით გადახდა დღეიდან მოუწევს

თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდა დღეიდან მოუწევს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასში" განუცხადეს, დედაქალაქის აბონენტები ახალ ქვითრებს ორშაბათიდან მიიღებენ. წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანების მქონე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება კი, 15 თებერვლიდან შეუწყდებათ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) დადგენილებით, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" განახორციელებენ.

კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ ეხება. ცვლილებების მიხედვით, თუ აბონენტს წყლისა და დასუფთავების მომსახურების დავალიანება აქვს, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ეს ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ხორციელდება. 

ამასთან, კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დავალიანების მქონე აბონენტებს დავალიანების დაფარვა 36 თვის განმავლობაში შეეძლებათ

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება