ზაზა ბურჭულაძე - პრეზიდენტის განცხადება სრული მოულოდნელობა იყო

მწერალ ზაზა ბურჭულაძის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მის მიერ ქუთაისის ოპერის სცენაზე ნათქვამი ფრაზის გამო, სრული მოულოდნელობა იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბურჭულაძემ უთხრა, ფრაზა "ქურდებს _ სიცოცხლე, ბოზებს _ სიკვდილი" ქუთაისში ხუმრობით თქვა და იმედი ჰქონდა, რომ საზოგადოება ამას ხუმრობადვე აღიქვამდა.

"პრეზიდენტის განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო. ვერც ვხვდები, რა უნდა ვთქვა, იმდენად ჩვეულებრივი იყო _ ადამიანი ჩაის როგორ სვამს და ხელებს როგორ იბანს, ამაზე ხომ არ საუბრობენ არა?! დაახლოებით ასეთი საყველპურო სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე შეხვდებოდნენ იმიტომ, რომ ქუთაისი თავისი იუმორით განთქმულია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ადეკვატური რეაქცია იქნებოდა, იყო კიდევაც ადეკვატური რეაქცია _ ნაწილმა, რომელმაც დაბრაზი დატოვა, იმათაც თავისუბურად გამოხატეს იუმორი", _ განაცხადა ზაზა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მწერლის გამოსვლას ქვეყნის პირველი აფასებს, ბურჭულაძემ აღნიშნა:

"ამ შემთხვევაში მე კომპეტენტური ვერ ვიქნები იმიტომ, რომ მე ჩემს საქციელზე პასუხს ვაგებ, სხვისაზე კი უბრალოდ ვერ ვიტყვი, არ ვიცი, ვარაუდიც არ მაქვს".

ზაზა ბურჭულაძემ 21 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრის სცენიდან სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიას მიმართა შემდეგი სიტყვებით: "ქურდებს _ სიცოცხლე, ბოზებს _ სიკვდილი", პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ლიტერატურული წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი თავის ტკბობით არის დაკავებული და საზოგადოებას "რომელიღაც ძველი ეპოქის სტერეოტიპებით ელაპარაკება".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა