"ლიბერთი ბანკის" აქციებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი საფონდო ბირჟაზე "ლიბერთი ბანკის" აქციებზე მოთხოვნა და ფასი იზრდება.
ბირჟაზე დღეს გამართულ ვაჭრობაზე ბანკის აქციებზე რვა გარიგება დაიდო, გაიყიდა 43 026 აქცია, რაც წინა ვაჭრობაზე გაყიდულთან შედარებით 14 320 ფასიანი ქაღალდით მეტია. გაყიდული აქციების ჯამურმა მოცულობამ 1 320 ლარი შეადგინა.
"ლიბერთი ბანკის~ აქციების ფასი დღეს 0.0306 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად წინა ვაჭრობაზე დაფიქსირებული 0.0300 ლარისა.

























