სამართლებრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ თსუ-ს გუნდს მიუკერძოებლობის სიმბოლო - თემიდა გადაეცა

სამართლებრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ თსუ-ს გუნდს მიუკერძოებლობის სიმბოლო - თემიდა გადაეცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამართლებრივ ოლიმპიადას უმასპინძლა. ოლიმპიადა საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში გაიმართა და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სამართლებრივი ოლიმპიადა საერთო სპეციალიზაციის მიხედვით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლი) 5 ეტაპად ჩატარდა: კაზუსის ამოხსნა; სამართლებრივი კითხვები; მეტყველება ორატორობა; სამართლებრივი შეცდომების კორექტირება და დებატები.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის შვიდწევრიანი გუნდები, ერთმანეთს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებდნენ. კერძოდ, სტუდენტები ერთმანეთს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის, სისხლის სამართალის, სისხლის სამართლის პროცესის, სამოქალაქო სამართალის, სამოქალაქო სამართლის პროცესის, ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესის უკეთ ცოდნაში ეჯიბრებოდნენ. სტუდენტებს მრავალრიცხოვან ქომაგებთან ერთად, უნივერსიტეტების რექტორებიც გულშემატკივრობდნენ. საუკეთესო გუნდად კომპეტენტურმა ჟიურიმ თსუ დაასახელა.

სამართლებრივი ოლიმპიადის მიზანია, სასამართლოსა და მომავალი იურისტების დაახლოება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა.