თსუ-ს დღეს სტუმრად ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ეწვევიან

თსუ-ს დღეს სტუმრად ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ეწვევიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები თსუ-ში არსებულ ნატო-ს კუთხეს განაახლებენ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ლიტვის ელჩის იონას პასლაუსკასის სტუმრობა. სტუდენტებთან შეხვედრისას ელჩი ისაუბრებს თემაზე _ "ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატები და ინტეგრაციის მნიშვნელობა".
შეხვედრას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია დაესწრებიან.

























