იაპონიის ელჩმა ქუთაისში ხეები დარგო

იაპონიის ელჩმა ქუთაისში ხეები დარგო

დღეს ქუთაისში იაპონიის ელჩმა საქართველოში მასაიშო კომაჰარამ ხეები დარგო.

იაპონელი დიპლომატის განცხადებით, ქუთაისში ხეების დარგვის სურვილი მან თავად გამოთქვა, ვინაიდან სწორედ ეს ქალაქი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იაპონიის საელჩოს მიწისძვრასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.

ელჩმა ფიჭვის ხეები იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან და ქუთაისის მერ გიორგი თევდორაძესთან ერთად დარგო. ფიჭვები ქალაქის ერთ-ერთ სკვერში, იაპონელი ხალხის სიმტკიცის და მომავალი აღმშენებლობის სიმბოლოდ დაირგო.