სოხუმელი მაიმუნები შესაძლოა, მარსზე გაფრინდნენ

სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის მაიმუნთსაშენის მაიმუნები შესაძლოა, კოსმოსში გაუშვან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მაიმუნები შესაძლოა, ჩართონ ექპსერიმენტულ პროექტში "მარსი-500" , რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტი როსკოსმოსის ეგიდით ახორციელებს.

"ჩვენი ინსტიტუტისთვის ეს საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული წინადადებაა, რამდენადაც რუსული სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო კონტაქტების აღდგენას შეუწყობს ხელს", - განაცხადა სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის დირექტორმა ზურაბ მიქვაბიამ.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში ორი დღის წინ ჩავიდნენ კოსმონავტები მაგომედ ტოლბოევი და მიხეილ კორნიენკო, ასევე როსკოსმოსის წარმომადგენლები. მათი ვიზიტი კოსმოსში იური გაგარინის გასვლის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ კავკასიური ესტაფეტის ფარგლებში ხორციელდება.

1983-1989 წლებში სოხუმის მაიმუნსაშენიდან კოსმოსში 8 მაკაკა რეზუსი გაუშვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის