ამერიკის ორ შტატში შტორმს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის ოკლაჰომასა და არკანზასის შტატებში ძლიერი შტორმის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა. "ვესტის" ცნობით, მათი გარდაცვალების მიზეზი ქარის შედეგად წაქცეული ხე გახდა, რომელიც მათ სახლს დაეცა. არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის შედეგად 115-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
სინოპტიკოსების ვარაუდით, შტორმი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართება. შტორმის შესახებ გაფრთხილებულია შტატები: მისისიპი, ალაბამა და ტენესი. მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ, რომ შტორმი ტორნადოში გადაიზარდოს.

























