ჯავახეთის ეროვნული პარკი შეიქმნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ჯავახეთის ეროვნული პარკი დაარსდა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, ეროვნული პარკი 14,200 ჰექტარს მოიცავს. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში აგრეთვე შეიქმნა ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბის, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობის და მადათაფის ტბის აღკვეთილები.

პროექტის ბიუჯეტი 2,500,000 ევროს შეადგენს. `ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში~ პროექტის დონორია გერმანიის მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ((KFW) გავლით და განმახორციელებელი - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) კონსორციუმ WWF Caucasus PO-სთან ერთად.

ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის ფარგლებში განხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის, მცველთა საგუშაგოების, ბერდვოჩინგისთვის სასტუმროს მშენებლობა, საკემპინგე, საპიკნიკე ადგილების და ტურისტულ მარშრუტებზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; აგრეთვე, ტურიზმის განვითარების, ადმინისტრაციული, დაცვის, ეკო-საგანმანათლებლო და კვლევა-მონიტორინგის პროგრამები და სოციალური პროექტები: საოჯახო სასტუმროების მოწყობა, გიდის მომსახურება, ცხენების გაქირავება, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და ტრადიციული ხელსაქმის განვითარება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყაროს შექმნას შეუწყობს ხელს.

ჯავახეთის დაცული ტერიტორია გლობალური მნიშვნელობის ეკოლოგიური ფასეულობით და ეკოსისტემების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჯავახეთის ეროვნული პარკი საზღვრისპირა რეგიონებსაც მოიცავს, მათ შორის კარწახის ტბის ნაწილს, რომელზეც გადის საქართველო-თურქეთის საზღვარი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ