იმერეთში ბუნების ახალი ძეგლები იქმნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "იმერეთის დაცული ტერიტორიების შესახებ" კანონში შედის.
დღეს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მოიცავს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს და ყუმისთავის, თეთრ, ხომულის, ცუცხვათის, ნავენახევის, ნაგარევის, იაზონის და საკაჟიის მღვიმეების ბუნების ძეგლებს, ასევე წყალწითელას ხეობის, ოკაცეს კანიონის და ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი შეიქმნება პრომეთეს, საწურბლიას, სოლკოტას, დიდღელეს, მელოურის, ბღერის და ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლები და გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი.
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი 46.6 ჰა იქნება, გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი სოფელ ყუმისთავის მიმდებარედ შეიქმნება, საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი - სოფელ ყუმისთავის მიმდებარედ, მდინარე სემის ნაპირზე, სოლკოტა მღვიმის ბუნების ძეგლი - სოფელ ყუმისთავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1.5 კმ-ზე; დიდღელეს მღვიმის ბუნების ძეგლი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი - სოფელ ქვილიშორთან; ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი - სოფელ ქვილიშორთან; ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი - სოფელ ქვიშლორის და სოფელ ყუმისთავის საზღვარზე.
პროქტის განმარტებით ბარათში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით არის ახსნილი. კანონპროექტის ავტორი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროა. კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირას შევიდა და მისი განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.