სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მას შემდეგ რაც, სახელმწიფოში მკვეთრად გაუმჯობესდა კრიმინოგენული მდგომარეობა და საქართველო გახდა ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, დღის წესრიგში დადგა სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა განრიდების პროექტი განახორციელა.
პროექტის წარმატებამ განაპირობა მისი გაფართოება და მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმები კიდევ უფრო იზრდება და მართლმსაჯულებისთვის გამოიყენება ნაკლებად მკაცრი მეთოდები, კერძოდ, სრულწლოვანი პირის განრიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
კანონპროექტი ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა, რომლის პრეზენტრაცია დღეს სასტუმრო ~ქორთიარდ მერიოტში~ ჰოლანდიური მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური მექანიზმის-~განრიდების~ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, პროკურორები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადვოკატები.
ევროკავშირის ექსპერტმა, ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროს მრჩეველმა იააპ დე ვაარდმა შეხვედრის მონაწილეებს სრულწლოვანთა განრიდების ჰოლანდიური მოდელი წარუდგინა.
სრულწლოვანთა განრიდება პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ამოქმედდება, თუკი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი მზადაა სრულად ან ნაწილობრივ დაფაროს მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, ან უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.
ექსპერტმა განმარტა ისიც, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, სამართალდამრღვევის მიმართ არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, საქმე მთავრდება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.
პრეზენტაციის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც განრიდების დანერგვას ახლავს, კერძოდ, სახელმწიფო რესურსების დაზოგვა და პროცედურების გამარტივება; სასამართლოს განტვირთვა მცირე მნიშვნელობის საქმეთა განხილვისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაცია..
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"