ალექსანდრეს ბაღში თბილისისა და ბუდაპეშტის მერებმა უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ძეგლი გვირგვინით შეამკეს .
თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და საქართველოში სტუმრად მყოფმა ბუდაპეშტის მერმა, იშტვან ტარლოშმა უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი ალექსანდრეს სახელობის ბაღში გვირგვინით შეამკეს.
უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ძეგლი, რომელიც თბილისში 1988 წელს გრიბოედოვის ქუჩაზე სამხატვრო აკადემიის წინ მდებარე სკვერში დაიდგა, სკვერის რეაბილიტაციის გამო, 2011 წელს ალექსანდრეს სახელობის ბაღში გადაიტანეს.
სხვა უამრავ ნამუშევართან ერთად, მიხაი ზიჩს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაცია აქვს შესრულებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"