გორში დღეს ოთარ ჩხეიძის ქუჩა გაიხსნა .
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნულ ქუჩას, სადაც დაახლოებით ორმოცდაათი საცხოვრებელი სახლი დგას, ადრე სუვოროვის ქუჩა ეწოდებოდა.
ქუჩის ახალი სახელწოდების პრეზენტაციას ოთარ ჩხეიძის ნათესავები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორელი მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სუვოროვის ქუჩისთვის ოთარ ჩხეიძის სახელის დარქმევის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 8 აპრილს მიიღო.
ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ოთარ ჩხეიძე გორის რაიონში სოფელ ყელქცეულში დაიბადა. იგი ავტორია რომანების და მოთხრობების მთელი სერიის, დრამატული ნაწარმოებების, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილების.
მისი თხზულებები, მოვლენათა ცხელ კვალზე იწერებოდა, რომლებიც მართლაც მხატვრული მატიანეა შთამომავლობისათვის.
მწერლის შემოქმედება თარგმნილია რამოდენიმე უცხო ენაზე. აღსანიშნავია, ისიც რომ ოთარ ჩხეიძე წლების მანძილზე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის გამგედ მუშაობდა. იგი არის ლიტერატურული პრემიების ~საბას" და "ილია ჭავჭავაძის" მფლობელი.
მიმდინარე წელს გორში 14 ქუჩას შეეცვალა სახელი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"